კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი
თარიღები:
14 თებ - 10 მარ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR_vbc@bochorishvili.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას კლინიკის სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკის სერვისების სრულფასოვანი ცოდნა;
  • სამედიცინო დაწესებულებებში გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება;
  • ექიმებისთვის კლინიკის პროდუქტების გაცნობა/სისტემატიური შეხსენება;
  • მიმდინარე ანგარიშის წარმოება ყოველდღიურად და ინფორმაციის მიწოდება სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელისთვის;
  • სამედიცინო ბაზრის შესწავლა, ინფორმაციის მოძიება;
  • სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • საპრეზენტაციო მასალის მომზადებაში მონაწილეობის მიღება

პიროვნული უნარ–ჩვევები:
  • ორგანიზებულობა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა პუნქტუალურობა
  • გუნდურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, 10 მარტამდე შემდეგ საფოსტო მისამართზე: HR_vbc@bochorishvili.ge

შენიშვნა:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია),"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“-ს მიერ (ს/კ:405018831) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის /პირების მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზისიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება კლინიკაში არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფომით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.-ფოსტაზე: Info.Bochorishvili@Bochorishvili.ge .

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს mladvisoryteam@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
მსგავსი განცხადებები
Oral Care-ის სამედიცინო წარმომადგენელი

პსპ ფარმა


21 თებ - 07 მარ

გაყიდვების წარმომადგენელი კლინიკურ დეპარტამენტში

ელთა 90 მედიქალ ჯინეთიქს


30 იან - 28 თებ

სამედეცინო წარმომადგენელი

პანაცეა


07 თებ - 08 მარ

სამედიცინო წარმომადგენელი

ფარდი მედიქალს


14 თებ - 15 მარ

გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი / უფროსი სამედიცინო წარმომადგენელი

HH Recruitment


21 თებ - 04 მარ