GDP საკითხებზე პასუხისმგებელი პირი
ვიტა სანა
თარიღები:
19 თებ - 18 მარ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის:
hr@heal.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო
ქვეკატეგორიები:
ფარმაცია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
კომპანია
შპს „ვიტა სანა“
აცხადებს ვაკანსიას
GDP საკითხებზე პასუხისმგებელი პირის
პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
უპირატესობად ჩაითვლება ფარმაცევტული განათლება;
სავალდებულოა GDP სერთიფიკატის ფლობა;
არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
GDP და GMP მოთხოვნების ცოდნა;
ფარმაცევტულ ინდუსტრიაში შესაბამისი კანონების, რეგულაციების და ეთიკის ცოდნა;
გამართული წერის უნარი;
ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
ძირითადი მოვალეობები:
GDP-ის მიმართულებით ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა;
ტვირთის და/ან მედიკამენტების მიღების დროს, დაფიქსირებული ნებისმიერი გადახრის შემთხვევაში შესაბამისი ზომების გატარება;
ტვირთის და/ან მედიკამენტების სწორად დასაწყობების მონიტორინგი;
სასაწყობე ტერიტორიაზე გარემო პირობების მონიტორინგის უზრუნველყოფა;
უკან მობრუნებული, გასანადგურებელი, დაწუნებული ან/და ფალსიფიცირებული მედიკამენტების საბოლოო განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე,
შაბათ-კვირას დასვენება.
მისამართი: თბილისი, სოფელი ლილო. დაინტერესების შემთხვევაში,
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
hr@heal.ge
. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. გისურვებთ წარმატებებს!