აღწერა:
შპს ’’ავერსის კლინიკა’’ აცხადებს ტრენერის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში.
(თბილისიდან მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ავერსის კლინიკა)
ძირითადი მოვალეობები:
- ტრენინგის საჭიროების განსაზღვრა/დაგეგმვა/ორგანიზება;
- ტრენინგ–პროგრამების (კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, გუნდური მუშაობა ვეფექტური მომსახურება) მომზადება და ჩატარება;
- ტრენინგის შედეგების შეფასება/ანალიზი;
- თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის ორგანიზება და განხორციელება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის სპეციალობით;
- შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, Excel, Power Point);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge . ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტრენერი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 3/03/2025.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!