მორიგე რეგისტრატორი
თარიღები:
18 თებ - 19 მარ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@guli.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რეგისტრატურა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე   

კომპანიის შესახებ: 
  • საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი  აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.      

სამუშაოს მოკლე აღწერა: 

  • სტაციონარული პაციენტების რეგისტრაცია;  
  • სადაზღვევო კომპანიისთვის შეტყობინების გადაცემა; 
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი; 
  • ჯანმრთელობის ცნობის რეგისტრაცია/აღრიცხვა;  
  • სტაციონარული ისტორიის წარმოება (გახსნა);  
  • პაციენტთან ფინანსური ანგარიშსწორება;  
  • ხელმძღვანელის მითითების შესრულება;  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება, განიხილებიან სტუდენტებიც;  
  • პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (ჰოსპიტალი, სასტუმრო);  
  • სასურველია დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;  
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;  

 სხვა უნარ-ჩვევები: 

  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა;  
  • სიახლეების ათვისების უნარი; 

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს. შესაძლებელია დასაქმება ნახევარ განაკვეთზე (4 მორიგეობა თვეში);   

ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ. 9  


თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@guli.ge  2025 წლის 20 მარტამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება; 
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ! 
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.  
მსგავსი განცხადებები
ER რეგისტრატორი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


21 თებ - 22 მარ

ადმინისტრატორი

კუზანოვ დენტი


11 თებ - 11 მარ

დღის რეგისტრატორი

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი


06 თებ - 25 თებ

დღის მოლარე-რეგისტრატორი

თბილისის მედიცინის ინსტიტუტი


10 თებ - 28 თებ

ამბულატორიის რეგისტრატორი

კლინიკა ჯერარსი


19 თებ - 20 მარ