აღწერა:
მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე
გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების მიღება, დადგენილი პროცედურის შესაბამისად ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა, სამედიცინო ისტორიის გახსნა/დარეგისტრირება;
- კლინიკაში შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი და ვიზიტის დაჯავშნა;
- პაციენტების რიგითობის კონტროლი;
- მომსახურების ფინანსური აღრიცხვა (სალაროს წარმოება);
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სერვისზე ორიენტირებულობა;
- მოქნილობა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ტოგო გუდავას N 4 ( ლისის წრესთან)
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: info@mentalclinic.ge წერილის დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ რეგისტრატორი