ინციდენტების მართვის მენეჯერის თანაშემწე
თარიღები:
21 თებ - 07 მარ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@psp.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
კომპანია პსპ ფარმა აცხადებს ინციდენტების მართვის მენეჯერის თანაშემწის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • აფთიაქიდან პროდუქციის ქურდობის შესახებ მოსული ინფორმაციის მიღება, დამუშავება, სტატისტიკის წარმოება;
  • აფთიაქის მენეჯერისა და ვიდეო კამერების ჩანაწერების საშუალებით მომხდარი ფაქტის გადამოწმება და დეტალური ინფორმაციის მოძიება;
  • ქურდობის ფაქტის ამსახველი მოკლე ვიდეო ჩანაწერის გაკეთება;
  • ფაქტის დადასტურება აფთიაქის მენეჯერთან;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • საქმის აღძვრის შემდგომ გამომძიებლებთან ურთიერთობა კომპანიის წარმომადგენლის სტატუსით;
  • საჭიროების შემთხვევაში გამომძიებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის (განჩინება) საფუძველზე, ვიდეო ჩანაწერების, ასევე საჭირო ინფორმაციიის მიწოდება და აღრიცხვა;
  • სრული სტატისტიკის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • დაკვირვებულობა;
  • დროის მართვა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 7 მარტი, 2025 წელი.