აღწერა:
პედიატრიული კლინიკა “ემმედი22” აცხადებს ვაკანსიას „მორიგე უმცროსი ექიმის“ პოზიციაზე:
შპს „ ემმედი22“ ბაზარზე ფუნქციონირებს 2013 წლიდან და გახლავთ მრავალპროფილური პედიატრიული კლინიკა
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ნ. ბუაჩიძის ქ. 16ა
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტის მართვაში ჩართულობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
- სამედიცინო დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- სამედიცინო საქმიანობის დამდასტურებელი შესაბამისი სერთიფიკატი;
- საოფსე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და სასიამოვნო გარემოს.
- პროფესიული და კარიერულ ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე
Info@mmedi22.ge და „subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!