NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჯანდაცვის მიმართულებით
(საექთნო საქმის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე)
პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი -8 საშტატო ერთეული
ასისტენტ - პროფესორი -5 საშტატო ერთეული
ასისტენტი - 4 საშტატო ერთეული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; (უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა)
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;(უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა)
- ასისტენტ -პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი (უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა)
- ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორანტი. (უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა)
- აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია არჩეული იქნას პირი პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კლინიკური დისციპლინების სწავლებაში ჩართულ აკადემიურ პერსონალს მოეთხოვება საექთნო ან/და მედიცინის სფეროში შემდეგი:
- შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი (მედიცინის სფეროსთვის)
- პედაგოგიური და კლინიკური გამოცდილება:
- პროფესორი-პედაგოგიური გამოცდილება სულ მცირე 6 წელი, კლინიკური- სულ მცირე ბოლო 9 წელი;
- ასოცირებული პროფესორი-პედაგოგიური გამოცდილება სულ მცირე 3 წელი, კლინიკური- სულ მცირე ბოლო 5 წელი;
- ასისტენტ-პროფესორს კლინკური გამოცდილება სულ მცირე ბოლო 3 წელი;
- ასისტენტს- დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში მიმდინარე კლინიკური პრაქტიკით მინიმუმ ბოლო 1 წლის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- CV (რეზიუმე), ქართულ და ინგლისურ ენეზე
- აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები
- ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი წლების მითითებით
- უცხო ენის (პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა.
- მეორე ეტაპი - გასაუბრება.
- შენიშვნა: საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის წაკითხვა
კონკურსის ვადები:
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 28 მარტიდან 2025 წლის11 აპრილის ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 16 აპრილისა;
- კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 18 აპრილისა;
- კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2025 წლის 22 აპრილისა;
- კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 22 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კონკურსანტთა განაცხადების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის 46 , 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე (ტელ: +995 032 218 5252; +995 032 236 9160) ან ელ. ფოსტის საშუალებით
info@neu.edu.ge