აღწერა:
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი - აცხადებს ვაკანსიას ინტენსიური განყოფილების მორიგე ექთნის პოზიციაზე
სამუშაო დღეები/Working Days/: 4 დღეში ერთხელ
სამუშაო საათები (ხანგრძლივობა) / Working Hours (duration): 24 საათი;
სამუშაოს აღწერა/Job Description
- პაციენტის საექთნო შეფასება კომპეტენციის ფარგლებში და საექთნო მოვლის დაგეგმვა;
- ნოზოკომიური ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება;
- სამედიცინო ეთიკის დაცვით კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო პერსონალთან, პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მიღება-გაცემა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება;
- მედიკამენტების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
- ერთჯერადი გამოყენების საგნების ხარჯვის აღრიცხვის წარმოება;
- ექიმის დანიშნულების სწორად შესრულების უზრუნველყოფა;
- სამკურნალო წამლების შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
- პაციენტის დაბრკოლების, ცდომილებისა და ნებისმიერი გართულების შესახებ ექიმებისა და უფროსი ექთანის ინფორმირება;
- ჰიგიენის, პირადი ჰიგიენის დაცვა;
- ნარკოტიკულ და სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების გამოყენების, სათანადო დოკუმენაციის წარმოება და ხელმოწერით დაფიქსირება;
- პაციენტის მოვლასთან დაკავშირებული რისკების დროული შეფასება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ქმედების განხორციელება;
- შესრულებული სამუშაოს დადასტურება ხელმოწერით;
კვალიფიკაცია და მოთხოვნები უნარ-ჩვევებზე/Qualification and requirements
- პროფესიული განათლება ( 5-ე დონის დიპლომი);
- ანალოგიურ პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- მაღალი სამუშაო დისციპლინა;
- კონფიდენციალობის დაცვა;
- კარგი წერითი და ვერბალური უნარები;
- გარკვეული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება;
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობის გრძნობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- CV -ის განხილვა და კანდიდატების შერჩევა;
- შერჩეული კანდიდატების გასაუბრებაზე დაბარება.
რეზიუმეების მიღება იწარმოებს ელ-ფოსტის მეშვეობით tdemetrashvili@mmt.ge ან ტელეფონზე +995577346591 თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება;