მორიგე ლაბორანტი
თარიღები:
27 თებ - 28 მარ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@medison.com.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორია/პათოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ამბულატორიული ქსელი  „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას მორიგე ლაბორანტის პოზიციაზე 

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი  ამბულატორიული სერვისების მიწოდება.

სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი - 16 საათიანი მორიგეობა  , 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მოთხოვნის შესაბამისად ანალიზების ჩატარება;
  • ჩატარებული ანალიზების აღრიცხვა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში „ლაბორატორიული მედიცინა“.
  • საოფსე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ: 
  • სტაბილურ და სასიამოვნო გარემოს.
  • პროფესიული და კარიერულ ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ მისამართზე hr@medison.com.ge „subject” ველში  მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!