აღწერა:
‘’ვიანი’’ აცხადებს ვაკანსიას საშუალო ლაბორანტის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი, აეროპორტის გზატკეცილი #64
ძირითადი მოვალეობები:
- ლაბორატორიული კვლევებისათვის საანალიზო მასალის აღება, დამუშავება, ტრანსპორტირება და შენახვა;
- ლაბორატორიული კვლევები (გლუკოზის და ჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარულ სისხლში) ;
- სადეზინფექციო და გასაუვნებელი ხსნარების დამზადება. შესაბამის სამუშაო ადგილზე მათი გადანაწილება;
- ლაბორატორიული ცენტრიფუგის, სტერილიზატორის, თერმოსტატის, საშრობი კარადის, გამოხდილი წყლის აპარატის, ავტოკლავის მუშაობის აღრიცხვა და მათი დოკუმენტირება;
- ყოველდღიურად გახარჯული სამედიცინო და არასამედიცინო მასალის აღწერა და აღრიცხვა და დოკუმენტირება;
- ლაბორატორიის გენერალურ და მიმდინარე დასუფთავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა მედდის/ ლაბორატორიის მედდის ან სამკურნალო საქმის სპეციალობის დიპლომი;
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
- აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 მარტი, 2025 წელი
‘’ვიანი’’ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.