ლურჯი ჯვარი ცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე
ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქცია საუკეთესო ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, სასიამოვნო გარემოში.
ლურჯი ჯვარი აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი(ნუცუბიძის პლატო)
სამუშაო გრაფიკი: ცვლები (მცოცავი გრაფიკი). თვეში7დღე დასვენება
ანაზღაურება: 1000-1300ლ-ფიქსირებული-ბონუსი(კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებლებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასისა და ფასდაკლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება;
- პროდუქციის მიღება,ნაშთის კონტროლი და გეგმის მიხედვით აღწერების გაკეთება;
ძირითადი მოთხოვნები:
- ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება;
- სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაბელური;
- ენერგიული, ორგანიზებული;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.