ხარისხის დირექტორი
თარიღები:
13 მარ - 11 აპრ
მდებარეობა:
ბათუმი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
"ვიანი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის დირექტორის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი, აეროპორტის გზატკეცილი #64
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი;
  • სამედიცინო კლასიფიკატორების შესაბამისად, დიაგნოზის და განხორციელებული ჩარევების კონტროლი;
  • სამედიცინო შემთხვევის მართვა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინი) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინებით;
  • სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება;
  • კლინიკაში სასწავლო პროცესების ხელშეწყობა;
  • პაციენტის უსაფრთხოება და კმაყოფილება;
  • კლინიკაში ფუნქციური კომისიების ორგანიზება;
  • სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში აქტიური მონაწილეობა;
  • ხარისხის ინდიკატორების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი სასწავლების მედიცინის ფაკულტეტის (სამკურნალო საქმის) კურსდამთავრებული;
  • აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ; 
  • აუცილებელია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მართვის კომპეტენცია;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 მარტი, 2025 წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1264

‘’ვიანი“  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს