ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი
თარიღები:
17 მარ - 15 აპრ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@medi.ge
მდებარეობა:
ბათუმი
კატეგორიები:
სამედიცინო  სილამაზე/ესთეტიკური მედიცინა 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო) კოსმეტოლოგი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
აღწერა:
კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგის პოზიციაზე.
მდებარეობა- ბათუმი.
სამუშაო გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, ადგილზე შეგასწავლით სრულად პროცედურებს, აუცილებელია გავლილი გქონდეთ დერმატო ვენეროლოგიის რეზიდენტურა და წარადგინოთ სერთიფიკატი;
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში.

ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:
  • პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
  • სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
  • ტრენინგი და პრაქტიკა კლინიკა "მედის" ბაზაზე.
  • მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება.
  • კარიერული ზრდა
  • მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.

ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • რეზიდენტურა დერმატო-ვენეროლოგიაში;
  • მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობა,
  • ნებადართული სპეციალობა "დერმატო-ვენეროლოგია";

მოვალეობები:
  • პაციენტის კონსულტაცია.
  • სამედიცინო მომსახურების გაწევა დერმატო-კოსმეტოლოგიის დარგში, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კორპორატიულ ფორმას;
  • მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი ნათესავებისთვის;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საჩუქრებს დაბადების დღეზე;
  • მედის პროცედურებზე ვაუჩერებს ქულების სახით წელიწადში 5 ჯერ.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე. 
დაინტერესების შემთხვევაში,გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)  ფოტოსურათით
შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე : hr@medi.ge ,  2025 წლის 17 აპრილამდე.  ველში მიუთითეთ

მსგავსი განცხადებები
ექიმი-კოსმეტოლოგი

ესთეტიკური ცენტრი ბიუთიფაი


18 მარ - 16 აპრ

ERP ადმინისტრატორი სწავლება/სტაჟირება

ავერსი ფარმა


14 მარ - 25 მარ

GDP პასუხისმგებელი პირი

პსპ ფარმა


21 მარ - 04 აპრ

ადმინისტრატორი

ნატალი ჯგუფი


26 თებ - 27 მარ

ადმინისტრატორი

სტომატოლოგიური კლინიკა კისკისი


05 მარ - 02 აპრ