აღწერა:
კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.
კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.
საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგის პოზიციაზე.
მდებარეობა-თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში.
ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:
- პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
- სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
- ტრენინგი და პრაქტიკა კლინიკა "მედის" ბაზაზე.
- მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება.
- კარიერული ზრდა
- მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.
ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სამუშაო გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, ადგილზე შეგასწავლით სრულად პროცედურებს, აუცილებელია გავლილი გქონდეთ დერმატო ვენეროლოგიის რეზიდენტურა და წარადგინოთ სერთიფიკატი;
- რეზიდენტურა დერმატო-ვენეროლოგიაში;
- მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობა,
- ნებადართული სპეციალობა "დერმატო-ვენეროლოგია";
მოვალეობები:
- პაციენტის კონსულტაცია.
- სამედიცინო მომსახურების გაწევა დერმატო-კოსმეტოლოგიის დარგში, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფორმას;
- მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი
- ნათესავებისთვის;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საჩუქრებს დაბადების დღეზე;
- მედის პროცედურებზე ვაუჩერებს ქულების სახით წელიწადში 5 ჯერ.
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში,გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე :
hr@medi.ge ,
2025 წლის 17 აპრილამდე. ველში მიუთითეთ