მორიგე ექიმი-კარდიოლოგი
თარიღები:
19 მარ - 16 აპრ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@guli.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
მედდა კარდიოლოგი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექიმი-კარდიოლოგის პოზიციებზე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

კომპანიის შესახებ:
საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი  აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.     

სამუშაოს მოკლე აღწერა:
  • კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა პაციენტებისთვის;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესების შესაბამისად;
  • კომპანიის შიდა პროტოკოლის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • შესაბამის სპეციალობაში ლიცენზიის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სხვა უნარ-ჩვევები:
  • ეფექტრური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიახლეების ათვისების უნარი;
  • მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

სამუშაო გრაფიკი: 16 ან 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს. შესაძლებელია დასაქმება ნახევარ განაკვეთზე (4 მორიგეობა თვეში);  
ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ. 9 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@guli.ge  2025 წლის 20 აპრილამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 

მსგავსი განცხადებები
დღის ექთანი

თბილისის მედიცინის ინსტიტუტი


18 მარ - 16 აპრ

დღის ექთანი

კლინიკა ჯერარსი


20 მარ - 18 აპრ

ექთანი

ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი


07 მარ - 05 აპრ

ექთანი

American Medical Centers


11 მარ - 09 აპრ

ექთანი ლაბორანტი/მიკრობიოლოგია

თბილისის ცენტრალური ლაბორატორია


10 მარ - 08 აპრ