ოჯახის ექიმების კოორდინატორი
თარიღები:
18 მარ - 16 აპრ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Vacancy@nvi.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო  დაზღვევა 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო) დაზღვევა (ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
1200 - 1500
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ს.ს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დეპარტამენტში, ოჯახის ექიმების კოორდინატორის პოზიციაზე. 
„ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ 2020 წელს დაარსდა და წარმოადგენს ჰოლდინგის ნაწილს, რომელშიც ერთიანდება ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“, „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“, „ზარაფხანა“, „ქუთაისის ტორპედო“ და ა.შ. ჩვენთვის წამყვანი კორპორატიული ღირებულებაა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს! 
 
სტრუქტურული ერთეული:ოჯახის ექიმების კოორდინაციის სამსახური 
პოზიცია:ოჯახის ექიმების კოორდინატორი 
სამუშაო ადგილი:ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ 
სამუშაო განაკვეთი 
სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00 – 19:00 სთ ან 09:00-18:00, 1 სთ. შესვენება) 
ანაზღაურება 
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, ნავარაუდევი სახელფასო განაკვეთი: 1200-1500 ლარი (NET). 
 
 
ფუნქცია მოვალეობები: 
  • სადაზღვევო კონტრაქტების მიხედვით სახელმძღვანელო პროტოკოლების მომზადება, (მაგალითად: რომელი მედიკამენტი განეკუთვნება ე.წ. ბადებს, იმუნომოდულატორებს, ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედს, არარეგისტრირებულს და ა. შ); 
  • ჯენერიკული დასახელების მიხედვით მედიკამენტების დაჯგუფება, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების პოზიტიური სიის განსაზღვრა, რომლითაც იხელმძღავნელებენ ოჯახის ექიმები; 
  • სამედიცინო დეპარტამენტში (მათ შორის, პირადი მენეჯერების სამსახახურში), მომხმარებლების მიერ მოთოხვნილი მიმართვების და რეცეპტების დამუშავება, შესაბამისი უკუკავშირის უზრუნველყოფა და გამოწერა; 
  • ოჯახის ექიმების მიერ დანიშნული მიმართვების და რეცეპტების ყოველდღიური მონიტორინგი, შეფასება და ხარვეზების ანალიზი; 
  • ოჯახის ექიმების მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზი, ანგარიშის მომზადება და ბუღალტერიისთვის მიწოდება; 
  • სამედიცინო კონტრაქტების შესაბამისად, სამედიცინო სერვისების პროგრამული ასახვა; 
  • საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმების სწავლებაში (ტრენინგები, განსავითარებელი შეხვედრები) მონაწილეობის მიღება; 
  • ოჯახის ექიმების კოორდინაციის სამსახურის საჭიროებების ანალიზში მონაწილეობა და შესაბამისი წინადადებების მომზადება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (მისაღებია სამედიცინო მიმართულების ნებისმიერი სპეციალიზაცია); 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია სამედიცინო, სადაზღვევო და/ან ფარმაცევტულ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება; 

პროფესიული უნარები და კომპეტენციები: 

  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პროდუქტიულობა (შედეგზე და ხარისხზე ორიენტაცია) 
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სიაახლეებისკენ სწრაფვა და სწრაფი ათვისების უნარი. 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • მეგობრულ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს (მოკლე სამუშაო პარასკევი დღე, დამატებით უქმე დღე (day off) დაბადების დღეზე); 
  • კორპორატიულ სარგებელს (benefits) (კორპორატიული ნომერი, ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass შეთავაზება); 
  • კორპორატიული კულტურის განვითარებისა და გუნდში ინტეგრაციისათვის სხვადასხვა ორგანიზაციულ აქტივობებს; 
  • კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას (ჰორიზონტალური და ვერტიკალური კარიერული გადაადგილება). 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე  Vacancy@nvi.ge  და  „SUBJECT“ ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ოჯახის ექიმების კოორდინატორი“. 
რეკრუტირების პროცესი წარიმართება ორ ეტაპად: 
  • რეზიუმეების გადარჩევა; 
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. 
  • დავალების შესრულება. 
 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე,  „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ შერჩევის პროცესს დაიწყებს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს. 
განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: Vacancy@nvi.ge   
გისურვებთ წარმატებას! 
სს “ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402160022; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბის რაიონი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 1ბ; ელექტრონული ფოსტის მისამართი:  info@nvi.ge; ტელეფონის ნომერი: 0322 501 501. შემდგომში - „დამსაქმებელი“/“კომპანია“/“დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი”) მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით/ვებგვერდზე (www.nvi.ge) მონაცემების შეყვანისა და რეზიუმეს/CV-ის ატვირთვით თქვენ, როგორც დასაქმების კანდიდატი/მონაცემთა სუბიექტი „დამსაქმებელს“ ანიჭებთ უფლებამოსილებას, რომ: 
დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, რეზიუმეში (CV)-ში მითითებული ინფორმაცია  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიზნით, იმ ვადით, რაც აუცილებელია კანდიდატების შერჩევისა და კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.  
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, „კომპანია“ თქვენგან მოწოდებულ რეზიუმეს (CV)-ს, ტესტირების შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თქვენგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტს დაამუშავებს იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით დამატებით 1 (ერთი) წლის ვადით, თუ თქვენი მხრიდან აღნიშნულზე დამატებით თანხმობა იქნება გაცხადებული. დამატებითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, კომპანია გაანდაგურებს/წაშლის თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძველია თქვენი განცხადების/კანდიდატურის განხილვა. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია, თუ რა სახის მონაცემებს ამუშავებს კომპანია თქვენს შესახებ, რა საფუძვლით, რა ვადით, გადაეცემა თუ არა მონაცემები სხვა პირს, ასევე, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ მონაცემთა გაცნობა, ასლების მიღება, მათი გასწორება, განახლება, შევსება, წაშლა, განადგურება, გადატანა ან დაბლოკვა. ამასთან, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე და მოითხოვოთ აღნიშნული პროცესის შეწყვეტა.  
გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ელენე მჭედლიშვილს (ტელ: 599393322; ელ.ფოსტა: emchedlishvili@newvision.ge). 
მსგავსი განცხადებები
შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების უმცროსი მენეჯერი

New Vision Insurance


18 მარ - 15 აპრ

ERP ადმინისტრატორი სწავლება/სტაჟირება

ავერსი ფარმა


14 მარ - 25 მარ

GDP პასუხისმგებელი პირი

პსპ ფარმა


21 მარ - 04 აპრ

ადმინისტრატორი

ნატალი ჯგუფი


26 თებ - 27 მარ

ადმინისტრატორი

სტომატოლოგიური კლინიკა კისკისი


05 მარ - 02 აპრ