აღწერა:
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო დარგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულების ყოველდღიური შემოვლა, პრობლემების დაფიქსირება, ანგარიშის ჩაბარება უშუალო ხელმძღვანელთან და დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა;
- ორგანიზაციის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე ზედამხედველობა და მათი გამართულობის უფრუნველყოფა.
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია საშუალო განათლება;
- სასურველია ტექნიკური პროფესიული განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება სამედიცინო, ან სხვა დაწესებულებაში;
- მართვის მოწმობა B კატეგორია
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სხარტად აზროვნების უნარი;
- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- პრობლემის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
სამუშაო გრაფიკი :სრული
დასვენება - კვირაში 2 დღე
შერჩევის ეტაპები:
მიღებული CV-ების გადარჩევა
ინდივიდუალური გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ.მისამართზე:
careers@vistamedi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სამეურნეო დარგის სპეციალისტი".