შპს „პსპ ფარმა“ აცხადებს GDP პასუხისმგებელი პირის ვაკანსიას ქალაქ თბილისში (ცენტრალური საწყობი) . ფუნქცია - მოვალეობები:
ხარისხის მართვის სისტემის დანერგვისა და სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფა;
სადისტრიბუციო აქტივობებში ჩართული პერსონალის პირველადი, უწყვეტი და და არაგეგმიური სწავლებების განხორციელების უზრუნველყოფა;
მოვალეობათა დელეგირებასთან მიმართებით, შესაბამისი ჩანაწერების წარმოებისა და შენახვის უზრუნველყოფა;
სადისტრიბუციო საქმიანობის მართვისა და ჩანაწერების სისწორესა და ხარისხზე ზედამხედველობა;
ფარმაცევტული პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესების წარმართვა, დროულობისა და კოორდინირების უზრუნველყოფა;
ფარმაცევტული პროდუქციის მიღების პროცესში ჩართულობა, ფარმაცევტული პროდუქტის სარეალიზაციო მარაგებში განთავსებაზე გადაწყვეტილების მიღება.
საბოლოო გადაწყვეტულებების მიღება საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, ფალსიფიცირებული, წუნდებული,გაუვარგისებული,ვადაგასული, დაბრუნებული, გამოთხოვილი ან/და უარყოფილი ფარმაცევტულ პროდუქტებთან მიმართებით, მათ შორის, ამოღების, ჩამოწერისა და განადგურების თაობაზე;
სარეალიზაციოდ დაშვებულ მარაგებში ფარმაცევტული პროდუქტის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტულების მიღება/დამტკიცება;
ფარმაცევტული პროდუქტის მყიდველის/მომხმარებლი/მიმღების საჩივრების ეფექტიანი განხილვისა და გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
საბითუმო დისტრიბუციის ოპერაციების შესრულებისას ფარმაცევტული პროდუქტის სათანადო ხარისხის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
ფარმაცვეტული პროდუქტის მომწოდებლების და მომხმარებლების კვალიფიკაციის შეფასებისა და დამტკიცების უზრუნველყოფა.
საბითუმო დისტრიბუტორის მიერ შესაბამისი სანებართვო პირობების, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების ან/და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკით დადგენილი პირობების დაცვის ზედამხედველობა;
ქვეკონტრაქტორებზე (აუთსორსინგზე) იმ საქმიანობების/აქტივობების გადაცემის დამტკიცება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სათანადო დაცვაზე;
განახორციელოს ყველა იმ მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფა, რაც განსაზღვრულია ეროვნული კანონმდებლობით ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის მიმართ და ზეგავლენას ახდენს კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის შესრულებაზე;
კომპანიაში მიმდინარე შიდა აუდიტის რეგულარულ ინტერვალებში წინასწარ მომზადებულ პროგრამის მიხედვით ჩატარების უზრუნველყოფა და გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირების ეფექტურობის მონიტორინგი;
ხარისხის სისტების მმართველობითი მიმოხილვის (მენეჯმენტის მიმოხილვის) პროცესში ჩართულობა და უზრუნველყოფა, რომ სადისტრიბუციო აქტივობები პერიოდულად ფასდება და შეესაბამება კომპანიის ხარისხის მიზნებსა და მარეგულირებელ მოთხოვნებს.
ვადაგასული და გაუვარგისებული, ჩამოწერილი მედიკამენტების განადგურების პროცესის უზრუნველყოფა.
საზღვარგარეთის ტვირთში დაფიქსირებული დანაკლისის აქტების მიწოდება ადრესატს (შესყიდვები, კოსმეტიკის ჯგუფი და სხვა) და დანაკლისების ჩამოწერის და მეტობის შემოსავალში აყვანის უზრუნველყოფა;
აღწერისთვის ბაზების მომზადება და შედეგების კოორდინაცია რევიზიისა და კონტროლის სამსახურთან, ფინანსურ დეპარტენტთან და ლოგისტიკის დეპარტამენტთან.
სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დასარეგისტრირებელი მედიკამენტების ნაშთიდან ჩამოწერა და სარეგისტრაციო ნაშთების განადგურება პერიოდულად მათთან შეთანხმებით;
ექსპორტისა და რეექსპორტზე პროცესების კოორდინირება.
აცნობს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს მათთვის განკუთვილ სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს;
მართავს და აკონტროლებს სტრუქტურულ ერთეულზე გაწერილ ბიუჯეტს;
ცოდნა და გამოცდილება:
უმაღლესი განათლება ფარმაცევტული მიმართულებით;
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა
EU GDP 343-ის სერტიფიკატი;
ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის ცოდნა და შესაბამისი ტრეინინგები აღნიშნული მიმართულებით;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
პროცესებისა და პროცედურების კარგად ფლობა;
დაკვირვებულობა და სიზუსტე;
გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
საქმის სწორად და დროულად დელეგირების შესაძლებლობა;
კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
თანამშრომლების შეფასების უნარი;
შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
თავაზიანობა;
ოპერატიულობა;
გუნდურობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 აპრილი, 2025 წელი.