თარიღები:
25 მარ - 10 აპრ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Vacancy.Surgery@aversi.com
მდებარეობა:
თბილისი რუსთავი მცხეთა
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული აზერბაიჯანული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: კლინიკის რეგიონალური სამედიცინო წარმომადგენელი

სამუშაო არეალი თბილისის მიმდებარე რეგიონები:  რუსთავი, მცხეთა, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, თიანეთი, დუშეთი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, პრიორიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლესი სამედიცინო განათლება, 
  • სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება,
  • სასურველია აზერბაიჯანული ან რუსული ენის ცოდნა,
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი, ექიმებთან შეხვედრების ორგანიზება.
  • კლინიკის სერვისებზე ექიმებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
  • სამედიცინო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კლინიკის შესაძლებლობებზე.
  • სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშების წარმოება.

უნარები:
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

მისამართი: თბილისი, კ. ჩაჩავას N7.
სამუშაო განაკვეთი: სრული(ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე).

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV  ელ. ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025  წლის 10 აპრილი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.