რადიოლოგიის აპარატურის ინჟინერი
თარიღები:
08 აპრ - 22 აპრ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr_clinic@aversi.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო  ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი 
ქვეკატეგორიები:
რადიოლოგია/რედგენოლოგია სამედიცინო აპარატურის სპეციალისტი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
შპს ’’ავერსის კლინიკა’’ აცხადებს რადიოლოგიის აპარატურის ინჟინრის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი : ვაჟა-ფშაველას 27 ბ

ძირითადი მოვალეობები:
  • ავერსის კლინიკის მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატების გამართული მუშაობის რეგულარული ინსპექტირება და კონტროლი;
  • მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატების გამართულ მუშაობასთან დაკვშირებული ხარვეზების დროული დიაგნოსტირება და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება;
  • მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატების მომწოდებელთან და სერვისის ინჟინრებთან მჭიდრო თანამშრომლობა ნებისმიერი პრობლემის აღმოსაფხვრელად;
  • მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებში მონაწილეობა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით;
  • სამედიცინო ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge და ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რადიოლოგიის აპარატურის ინჟინერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 22/04/2025.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს „ავერსის კლინიკა“ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს “ავერსის კლინიკამ” შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს “სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს” mladvisoryteam@gmail.com; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/
მსგავსი განცხადებები
ექოსკოპისტი

ავერსის კლინიკა


10 აპრ - 25 აპრ

გასტროსკოპისტი

ჯეო მედი


26 მარ - 24 აპრ

შესყიდვების სპეციალისტი

თბილისი მედიკ


10 აპრ - 09 მაი