თბილისი მედიკი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი კონტრიბუტორი სამედიცინო პროდუქციის დისტრიბუციასა და მომსახურებაში. კომპანია გამოირჩევა სამედიცინო პროდუქციის მრავალფეროვანი სპექტრით, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ფოკუსირებულ მიმართულებებად. კომპანიის კორპორატიული სტრატეგია გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოში ჯანდაცვის სექტორის საერთაშორისო სტანდარტებით წინსვლასა და განვითარებაში.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და საუკეთესო მომსახურების შეთავაზების იდეაზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ქმნიან გუნდურ სამუშაო გარემოს.
ამ გარემოში კი, ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს თბილისში. თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
სამედიცინო აპარატურული/სახარჯი პროდუქტებისა და არსებული/პოტენციური კლიენტების სრულყოფილად შესწავლა;
არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით;
გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
აპარატურული/სახარჯი მიმართულების პროდუქციის ჯგუფის/ბრენდის განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინოს მიმართულებით)
აუცილებელია კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
მაშინ სწორ ადგილას მოხვდი, რადგან თბილისი მედიკში დაგხვდება: პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო; „Agile“ სტრუქტურაში, პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; სამედიცინო დაზღვევა; სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება;
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:00 სთ შრომითი ანაზღაურება : ფიქსირებული (2000 - 3000 ლარი) ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას 28ა