თარიღები:
14 აპრ - 10 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: candidatesalpen@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი ბათუმი
კატეგორიები:
გაყიდვები 
ქვეკატეგორიები:
გაყიდვების მენეჯერი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობითი ოფისი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე 
მდებარეობა: თბილისი და ბათუმი 

ვაკანსიის აღწერა: 
  • ვეძებთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ გაყიდვების წარმომადგენლებს თმის მოვლის პრემიუმ ბრენდებთან სამუშაოდ თბილისში და ბათუმში. 
  • სასურველია კანდიდატებს ჰქონდეთ სილამაზის ინდუსტრიის მიმართ ინტერესი, გაყიდვების გამოცდილება და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების და შენარჩუნების უნარი.  

მოვალეობები: 
  • გაყიდვა და პროდუქტების პოპულარიზაცია:  მიაწოდოს ინფორმაცია და გაყიდოს  თმის მოვლის პროდუქტები სალონებში და პროფესიონალურ მაღაზიებში, მათ შორის: შამპუნები, კონდიციონერები, სტაილინგისა და მკურნალობის პროდუქტები, ტექნიკური პროდუქტები (პერმანენტული და ნახევრად-პერმანენტული საღებავები). 
  • ახალი კლიენტების მოძიება: მოიძოს ახალი სალონები, ჩაატაროს ბრენდების პრეზენტაცია, ჩამოაყალიბოს დადებითი ურთიერთობები სალონის მფლობელებთან, სტილისტებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, გაზარდოს კომპანიის კლიენტების პორტფელი. 
  • კლიენტების მართვა: ჩამოაყალიბოს და  შეინარჩუნოს მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობები არსებულ კლიენტებთან, უზრუნველყოს კლიენტების მომსახურებით კმაყოფილება და განმეორებითი გაყიდვები.  
  • პროდუქტების ცოდნა და კონსულტაცია: სიღრმისეულად შეისწავლოს პორტფელში არსებული პროდუქტების მახასიათებლები, სარგებელი და გამოყენების წესები. გაწიოს პროფესიული კონსულტაცია სალონის საჭიროებებისა და კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად. 
  • პრეზენტაციები: ჩაატაროს პროდუქტის დემონსტრაციები და პრეზენტაციები სალონის მფლობელებისა და მათი გუნდებისათვის, წარმოაჩინოს პროდუქტის ეფექტურობა. 
  • შეკვეთების მართვა და მონიტორინგი: მართოს შეკვეთები, უზრუნველყოს პროდუქციის დროული მიწოდება და აწარმოოს მონიტორინგი. 
  • ბაზრის კვლევა: მოიძიოს ინფორამცია ინდუსტრიის ტენდენციებზე, კონკურენტ პროდუქტებზე და ბაზრის მოთხოვნებზე. გაუწიოს გუნდს რეკომენდაციები შეთავაზებების გაუმჯობესებასა და სტრატეგიისთვის. 
  • გაყიდვების ანგარიშგება: აწარმოოს ზუსტი ჩანაწერები გაყიდვებზე, კლიენტებთან კომუნიკაციისა და მიზნების შესრულების შესახებ. წარადგინოს რეგულარული ანგარიშები მენეჯმენტთან. 

სავალდებულო მოთხოვნები: 
  • გამოცდილება გაყიდვებში, სასურველია სილამაზის ან სალონის ინდუსტრიაში. 
  • თმის მოვლის პროდუქტების, მოვლისს საშუალებებისა და სალონის საჭიროებების სიღრმისეული ცოდნა. 
  • კარგი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები. 
  • კლიენტებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების აწყობის უნარი. 
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა; ინგლისური სასურველია. 
  • თვითმოტივირებული და შედეგებზე ორიენტირებული. 
  • ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარი. 
  • მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი. 
  • ბაკალავრის ხარისხი. 

სარგებელი: 
  • კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება საკომისიო გაყიდვებიდან. 
  • სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება. 
  • უწყვეტი ტრენინგი და პროფესიული განვითარება. 

შესაბამისი კანდიდატები გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: candidatesalpen@gmail.com 
არაუგვიანეს 2025 წლის 10 მაისისა.