აღწერა:
საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობითი ოფისი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
მდებარეობა: თბილისი და ბათუმი
ვაკანსიის აღწერა:
- ვეძებთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ გაყიდვების წარმომადგენლებს თმის მოვლის პრემიუმ ბრენდებთან სამუშაოდ თბილისში და ბათუმში.
- სასურველია კანდიდატებს ჰქონდეთ სილამაზის ინდუსტრიის მიმართ ინტერესი, გაყიდვების გამოცდილება და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების და შენარჩუნების უნარი.
მოვალეობები:
- გაყიდვა და პროდუქტების პოპულარიზაცია: მიაწოდოს ინფორმაცია და გაყიდოს თმის მოვლის პროდუქტები სალონებში და პროფესიონალურ მაღაზიებში, მათ შორის: შამპუნები, კონდიციონერები, სტაილინგისა და მკურნალობის პროდუქტები, ტექნიკური პროდუქტები (პერმანენტული და ნახევრად-პერმანენტული საღებავები).
- ახალი კლიენტების მოძიება: მოიძოს ახალი სალონები, ჩაატაროს ბრენდების პრეზენტაცია, ჩამოაყალიბოს დადებითი ურთიერთობები სალონის მფლობელებთან, სტილისტებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, გაზარდოს კომპანიის კლიენტების პორტფელი.
- კლიენტების მართვა: ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობები არსებულ კლიენტებთან, უზრუნველყოს კლიენტების მომსახურებით კმაყოფილება და განმეორებითი გაყიდვები.
- პროდუქტების ცოდნა და კონსულტაცია: სიღრმისეულად შეისწავლოს პორტფელში არსებული პროდუქტების მახასიათებლები, სარგებელი და გამოყენების წესები. გაწიოს პროფესიული კონსულტაცია სალონის საჭიროებებისა და კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად.
- პრეზენტაციები: ჩაატაროს პროდუქტის დემონსტრაციები და პრეზენტაციები სალონის მფლობელებისა და მათი გუნდებისათვის, წარმოაჩინოს პროდუქტის ეფექტურობა.
- შეკვეთების მართვა და მონიტორინგი: მართოს შეკვეთები, უზრუნველყოს პროდუქციის დროული მიწოდება და აწარმოოს მონიტორინგი.
- ბაზრის კვლევა: მოიძიოს ინფორამცია ინდუსტრიის ტენდენციებზე, კონკურენტ პროდუქტებზე და ბაზრის მოთხოვნებზე. გაუწიოს გუნდს რეკომენდაციები შეთავაზებების გაუმჯობესებასა და სტრატეგიისთვის.
- გაყიდვების ანგარიშგება: აწარმოოს ზუსტი ჩანაწერები გაყიდვებზე, კლიენტებთან კომუნიკაციისა და მიზნების შესრულების შესახებ. წარადგინოს რეგულარული ანგარიშები მენეჯმენტთან.
სავალდებულო მოთხოვნები:
- გამოცდილება გაყიდვებში, სასურველია სილამაზის ან სალონის ინდუსტრიაში.
- თმის მოვლის პროდუქტების, მოვლისს საშუალებებისა და სალონის საჭიროებების სიღრმისეული ცოდნა.
- კარგი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები.
- კლიენტებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების აწყობის უნარი.
- ქართული და რუსული ენების ცოდნა; ინგლისური სასურველია.
- თვითმოტივირებული და შედეგებზე ორიენტირებული.
- ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარი.
- მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.
- ბაკალავრის ხარისხი.
სარგებელი:
- კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება საკომისიო გაყიდვებიდან.
- სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება.
- უწყვეტი ტრენინგი და პროფესიული განვითარება.
შესაბამისი კანდიდატები გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
candidatesalpen@gmail.com არაუგვიანეს
2025 წლის 10 მაისისა.