აღწერა:
ცხადდება ვაკანსია კლინიკა ,,ჯერარს’’-ში მითერის პოზიციაზე:
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გამართული მეტყველება ქართულად;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).
ძირითადი ფუნქციები:
- პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
- პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
- პაციენტთა რიგების მართვა;
- სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა.
მისამართი: ქ. თბილისი, თემქა, მუხიანის ქუჩა №2ა
სამუშაო განრიგი: მოძრავი გრაფიკი მითითებულ დღეებსა და საათებში :
ორშაბათ-პარასკევი: 09:00 სთ - 18:00 სთ
შაბათი: 10:00 სთ - 14:00 სთ
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მითერი" ან დარეკეთ ნომერზე - (032) 2 111 112 მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი’’-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს’’-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.