დღის ექთანი
თარიღები:
18 აპრ - 14 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@jerarsi.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 0322 111 112
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
მედდა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
პროფესიული კოლეჯი
აღწერა:
"ჯერარსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას დღის ექთნის პოზიციაზე შემდეგ განყოფილებებში:
  • სასტერილიზაციო
  • საოპერაციო
  • კარდიო რეანიმაცია
  • კარდიო თერაპია
  • კარდიო ქირურგია
  • ზოგადი რეანიმაცია
  • ონკო-ჰემატოლოგია
  • გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი (ER)

ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა "ჯერარსი" (მუხიანის ქ. 2ა)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00-დან 17:00-მდე)
ანაზღაურება: გამომუშავებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • დაწესებულების მიერ შემუშავებული პროცედურების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
  • საექთნო პროცედურების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა მედდის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ზოგადი უნარები:
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დღის ექთანი" ან დარეკეთ ნომერზე - +995 0322 111 112

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი’’-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს’’-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
მსგავსი განცხადებები
ნევროლოგიის სამსახურის ექთანი

ავერსის კლინიკა


15 აპრ - 30 აპრ

ამბულატორიის ექთანი ფლებოტომისტი

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი


16 აპრ - 15 მაი

დამხმარე პერსონალი ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში

ჰერა 2011


31 მარ - 26 აპრ

ბიომედიცინის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის ლაბორანტი

საქართველოს უნივერსიტეტი


31 მარ - 29 აპრ

დღის ანესთეზიის ექთანი

ჟორდანიას კლინიკა


15 აპრ - 14 მაი