სამედიცინო რეგულაციური რისკების ანალიტიკოსი
თარიღები:
16 აპრ - 30 აპრ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: gc_hr@clinics.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:
“საქართველოს კლინიკები“ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
“საქართველოს კლინიკები“ ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

„საქართველოს კლინიკები“ აცხადებს სამედიცინო რეგულაციური რისკების ანალიტიკოსის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ს.ცინცაძის 24ა, სათავო ოფისი

სამუშო გრაფიკი: 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:
  • ქსელის მასშტაბით არსებული სამედიცინო რეგულაციური რისკების დროული და ეფექტიანი მართვა;
  • მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი რისკ-ინციდენტების ანალიზი და გამომწვევი მიზეზების დადგენა;
  • სამედიცინო დოკუმენტწარმოების მონიტორინგი, დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოების უზრუნველყოფა;
  • რისკების მართვის პროცესში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • რისკ-ინციდენტების მონაცემთა ბაზის მართვა და მუდმივი განახლება;
  • ქსელის მასშტაბით, რისკების შესახებ ინფორმაციის მიმოქცევის უზრუნველყოფა და Risk Awareness-ის დონის ამაღლების ხელშეწყობა;
  • სამედიცინო რეგულაციური რისკების შესახებ პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

ვაკანსიის მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება სამედიცინო, ჯანდაცვის ან აუდიტის მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით Word, Excel;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა

პირობები:
თანამშრომლის ბენეფიტი :
  • ,,საქართველოს კლინიკების“, ,,ვიანის“ და ,,ევექსის“ ქსელის ნებისმიერ დაწესებულებაში გეგმიური ამბულატორიული მომსახურება, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, 50%-იანი თანაგადახდით;
  • მედიკამენტები და პარაფარმაციის პროდუქტები 15-30% -იანი ფასდაკლებით ჯიპისისა და ფარმადეპოს ქსელში;
  • ულიმიტო სტომატოლოგიური მომსახურება „ნიუ-დენტში“;
  • ლაბორატორიული კვლევები „მეგალაბში“ 50%-იანი ფასდაკლებით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2025
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „სამედიცინო რეგულაციური რისკების ანალიტიკოსი“.

„საქართველოს კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება
მსგავსი განცხადებები
ამბულატორიის ექთანი ფლებოტომისტი

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი


16 აპრ - 15 მაი

არამედიკამენტების პროდუქტების და ბრენდების სწავლების სპეციალისტი

ავერსი ფარმა


10 აპრ - 05 მაი

კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტი

ავერსი ფარმა


31 მარ - 29 აპრ

ვიზიტორებთან ურთიერთობის ადმინისტრატორი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი


11 აპრ - 28 აპრ

გაყიდვების მენეჯერი

პსპ ფარმა


17 აპრ - 02 მაი