სახელმწიფო ზრუნვისა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე
ვაკანსია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი) ფსიქოლოგი სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: ქუთაისი ანაზღაურება: 1760 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ფსიქოლოგიაში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;
სასურველია ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება;
სხვა უნარ-ჩვევები
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები.
ანალიტიკური უნარი;
ბავშვებთან და ზრდასრულებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა;
ფუნქციები:
ახორციელებს ბენეფიციართა ემოციური, ქცევითი, კოგნიტური და სოციალური პრობლემების იდენტიფიკაციას, აკეთებს შეფასებას და ახორციელებს პრობლემების ანალიზს;
ახორციელებს ბენეფიციართა ფსიქოლოგიურ დიაგნოსტირებას სააგენტოს სტანდარტების შესაბამისი ინსტრუმენტებით;
ეყრდნობა სააგენტოს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხედვას და შესაბამისად ბენეფიციართან გეგმავს ჩარევის სტრატეგიას;
შეხვედრის შინაარსის დოკუმენტირებას აწარმოებს მის სამუშაო სივრცეში შეხვედრის ან სესიის დასრულების შემდეგ. მონაცემები აღიწერება “ფსიქოლოგის ჩანაწერის ფორმაში”;
აგროვებს ინფორმაციას, აწარმოებს ჩანაწერებს, ატარებს ინტერვენციულ სამუშაოებს ბენეფიციარის ემოციური, ქცევითი, კოგნიტური და სოციალური პრობლემების დასაძლევად;
ეხმარება ბენეფიციარებს სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციაში;
სისტემატურად უწევს კონსულტაციას და აძლევს რეკომენდაციას დაწესებულების თანამშრომლებს ბენეფიციარების საჭიროებებიდან გამომდინარე;
ახდენს წერის, კითხვის, კომუნიკაციური ინტერპერსონალური და სხვა უნარების შეფასებას ბენეფიციარის ასაკის შესაბამისად;
ახორციელებს ბენეფიციარებთან ინდივიდუალურ მუშაობას (ადრეული ჩარევა, პირველადი ფსიქოლოგიური დამხრება, ფსიქოლოგიური კონსულტირება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში - ფსიქოგიური მკურნალობა/ფსიქოთერაპია);
მონაწილეობას იღებს შემთხვევის მართვის გეგმის შემუშავება-განხორციელების პროცესში და საქმის წარმოებაში;
საჭიროებიდან გამომდინარე, ახდენს ბენეფიციარის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართებას, დიაგნოზის დადგენის, დამატებითი სამკურნალო ღონისძიებების გატარების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობისთვის;
საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს ბენეფიციართა თვითმოვლის პროცესში დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
აწყობს ინდივიდუალურ/ჯგუფურ შეხვედრებს (თერაპია) ბენეფიციარებთან, საჭიროების შემთხვევაში – თანამშრომლებთან;
საჭიროებიდან გამომდინარე, აწყობს ჯგუფურ შეხვედრებს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით;
საჭიროებიდან გამომდინარე, დახმარებას უწევს თავშესაფრის თანამშრომლებს პროფესიული გადაწვის პროფილაქტიკის მიზნით;
მუშაობს თანამშრომლებთან და ბენეფიციარებთან სტერეოტიპული დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციის (არსებობის შემთხვევაში) აღმოსაფხვრელად ასაკობრივი, რელიგიური, ეთნიკური, სოციალური, სექსუალური, გენდერული და სხვა ნიშნით.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე samdivno-agency@moh.gov.ge ან დაგვიკავშირდით +99532 2 19 22 32