თარიღები:
17 აპრ - 16 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: samdivno-agency@moh.gov.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +99532 2 19 22 32
მდებარეობა:
ქუთაისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ფსიქოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
1760
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
სახელმწიფო ზრუნვისა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე

ვაკანსია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი) ფსიქოლოგი
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
ანაზღაურება: 1760 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ფსიქოლოგიაში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;
  • სასურველია ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება;

 სხვა უნარ-ჩვევები
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები.
  • ანალიტიკური უნარი;
  • ბავშვებთან და ზრდასრულებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა;

ფუნქციები:
  • ახორციელებს ბენეფიციართა ემოციური, ქცევითი, კოგნიტური და სოციალური პრობლემების იდენტიფიკაციას, აკეთებს შეფასებას და ახორციელებს პრობლემების ანალიზს;
  • ახორციელებს ბენეფიციართა ფსიქოლოგიურ დიაგნოსტირებას სააგენტოს სტანდარტების შესაბამისი ინსტრუმენტებით;
  • ეყრდნობა სააგენტოს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხედვას და შესაბამისად  ბენეფიციართან გეგმავს  ჩარევის სტრატეგიას;
  • შეხვედრის შინაარსის დოკუმენტირებას  აწარმოებს მის სამუშაო სივრცეში შეხვედრის ან სესიის დასრულების შემდეგ. მონაცემები აღიწერება “ფსიქოლოგის ჩანაწერის ფორმაში”;
  • აგროვებს ინფორმაციას, აწარმოებს ჩანაწერებს, ატარებს ინტერვენციულ სამუშაოებს ბენეფიციარის ემოციური, ქცევითი, კოგნიტური და სოციალური პრობლემების დასაძლევად;
  • ეხმარება ბენეფიციარებს სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციაში;
  • სისტემატურად უწევს კონსულტაციას და აძლევს რეკომენდაციას დაწესებულების თანამშრომლებს ბენეფიციარების საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • ახდენს წერის, კითხვის, კომუნიკაციური ინტერპერსონალური და სხვა უნარების შეფასებას ბენეფიციარის ასაკის შესაბამისად;
  • ახორციელებს ბენეფიციარებთან ინდივიდუალურ მუშაობას (ადრეული ჩარევა, პირველადი ფსიქოლოგიური დამხრება, ფსიქოლოგიური კონსულტირება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში - ფსიქოგიური მკურნალობა/ფსიქოთერაპია);
  • მონაწილეობას იღებს შემთხვევის მართვის გეგმის შემუშავება-განხორციელების პროცესში და საქმის წარმოებაში;
  • საჭიროებიდან გამომდინარე, ახდენს ბენეფიციარის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართებას, დიაგნოზის დადგენის, დამატებითი სამკურნალო ღონისძიებების გატარების  მიზნით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს ბენეფიციართა თვითმოვლის პროცესში დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
  • აწყობს ინდივიდუალურ/ჯგუფურ შეხვედრებს (თერაპია) ბენეფიციარებთან, საჭიროების შემთხვევაში – თანამშრომლებთან;
  • საჭიროებიდან გამომდინარე, აწყობს ჯგუფურ შეხვედრებს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით;
  • საჭიროებიდან გამომდინარე, დახმარებას უწევს თავშესაფრის თანამშრომლებს პროფესიული გადაწვის პროფილაქტიკის მიზნით;
  • მუშაობს თანამშრომლებთან და ბენეფიციარებთან სტერეოტიპული დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციის (არსებობის შემთხვევაში) აღმოსაფხვრელად ასაკობრივი, რელიგიური, ეთნიკური, სოციალური, სექსუალური, გენდერული და სხვა ნიშნით.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე samdivno-agency@moh.gov.ge
ან დაგვიკავშირდით +99532 2 19 22 32