სახელმწიფო ზრუნვისა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიასშრომა-თერაპიის ინსტრუქტორისპოზიციაზე
ვაკანსია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალის ბედიანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის შრომა-თერაპიის ინსტრუქტორი.
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო ადგილი: წალკის მუნიციპალიტეტი, დაბა ბედიანი ანაზღაურება: 990 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასაურველია ხელოვნების მიმართულებით (ხატვა, ძერწვა, ქარგვა, დ.ა.შ) ან სხვა სახის ხელსაქმეობაში განათლება და მუშაობის გამოცდილება.
სხვა უნარ-ჩვევები
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
კომპიუტერის – საოფისე პროგრამების ცოდნა.
ფუნქციები:
შეისწავლის ბენეფიციართა მენტალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს მათი შემდგომი შრომითი რეაბილიტაციის მიზნით;
სამედიცინო პერსონალთან ერთად შეიმუშავებს ინდივიდუალურ შრომით პროგრამებს, რომელთაც აქვთ ბენეფიციართა სარეაბილიტაციო დანიშნულება;
მონაწილეობას იღებს ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში;
ზრუნავს ბენეფიციარებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე;
ბენეფიციარების კონკრეტული ინტერესებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, რთავს მათ შესაბამის აქტივობებში;
ვალდებულია, ბენეფიციარი მისი ნება-სურვილიდან გამომდინარე ჩააბას აქტივობებში, თუ აქტივობა არ ეწინააღმდეგება ბენეფიციარის ინტერესებს და ზიანს არ აყენებს მის ჯანმრთელობას;
ვალდებულია, თვალყური ადევნოს და დაეხმაროს ბენეფიციარებს შესაბამისი აქტივობის შესრულებაში;