საწარმოო პროცესის კონტროლის სპეციალისტი
თარიღები:
23 აპრ - 16 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@nrg.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორია/პათოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
1400
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას საწარმოო პროცესის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვთარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

რას გთავაზობთ?
  • ტრანსპორტირებას ზედა სამგორის მეტროდან;
  • კვებას;
  • კორპორატიულ დაზღვევას 3 თვის შემდეგ;

სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 1400 ლარი (;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ);
სამუშაო საათები: ცვლები (დღის ცვლა 09:00-18:00, ღამის ცვლა 18:00-09:00)

ძირითადი მოვალეობები:
  • ნაწარმოები პროდუქციის (დაბალი ძაბვის ელექტრო კაბელების) ლაბორატორიული პროცედურების მიხედვით შემოწმება;
  • ლაბორატორიული აღჭურვილობის მოვლა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველჰყოფა;
  • ლაბორატორიული საქმიანობის წარმართვა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად;
  • ტესტირების შედეგების აღრიცხვა, ანგარიშის მომზადება ლაბორატორიული დასკვნების მიხედვით და მენეჯმენტთან წარდგენა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამედიცინო-ლაბორატორიულ სფეროში სასურველია
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან სტაჟირება სასურველია

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: www.elvare.ge
შპს „ელვარე“ გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი განცხადებები
ექთანი-ფლებოტომისტი

ერ ჯი ლაბ


07 აპრ - 06 მაი

ექიმი ლაბორანტი

MEDICLINIC


17 აპრ - 30 აპრ

ექიმი-ლაბორანტი ჰემატოლოგიის განყოფილებაში

სამედიცინო ცენტრი ციტო


14 აპრ - 13 მაი

კლინიკური ლაბორატორიის დამხმარე ლაბორანტი

კოლხი მედიკალ


14 აპრ - 05 მაი

კლინიკური ლაბორატორიის ექიმი

კოლხი მედიკალ


14 აპრ - 01 მაი