სამედიცინო წარმომადგენელი
თარიღები:
23 აპრ - 22 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: office@pharmed.ge
მდებარეობა:
ბათუმი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
1700
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
კომპანია „Pharmed“ უკრაინული ფარმაცევტული კორპორაცია TM "Arterium"-ის პარტნიორია კავკასიის რეგიონში.
კორპორაცია "Arterium"-ი წარმოადგენს უკრაინის ფარმაცევტულ ბაზარზე, ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანიას, რომელიც აწარმოებს ევროპული ნედლეულითა და GMP-ის სტანდარტებით დამზადებულ ხარისხიან, ინოვაციურ მედიკამენტებს,  სხვადასხვა თერაპიული მიმართულებებისთვის: ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, უროლოგია და ა.შ. 
კომპანია “Pharmed” აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას  აჭარის რეგიონიში.

კომპანია გთავაზობთ:
  • ხელფასის კონკურენტული დონეს, რომელიც განისაზღვრება გასაუბრების შედეგების მიხედვით, 1700 ლარიდან და მზარდია;
  • მოტივაციის საბონუსე სისტემას, მიღწეული შედეგების მიხედვით (ბონუსი კვარტალურად);
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • მობილური ტელეფონის, პლანშეტის, ინტერნეტის ანაზღაურებას;
  • სატრანსპორტო და სამგზავრო თანხების ანაზღაურებას.

თქვენი როლი კომპანიაში:
  • მინიჭებულ ტერიტორიაზე პრეპარატების გაყიდვის გეგმის შესრულება,  როგორც  სამედიცინო დაწესებულებებთან და ექიმებთან, ასევე აფთიაქებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით;
  • სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის (ექიმები, ფარმაცევტები) კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • აქტიური მონაწილეობის მიღება ფარმაცევტულ გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კომპანიის პროდუქტების პოპულარიზაციას ემსახურება.

ჩვენი მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
  • უპირატესობა მიენიჭებათ ფარმაცევტულ კომპანიაში სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილების (მინიმუმ 1წელი) მქონე კანდიდატებს;
  • მაღალი დონის სამედიცინო ცოდნა და მზაობა ინტენსიური ტრენინგებისთვის;
  • აკადემიურად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების ფლობა;
  • წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, მიზნების მისაღწევად მზაობა;
  • სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან, დამაჯერებელი კომუნიკაციისა და ეფექტური ინტერაქციის უნარების ფლობა.

თუ თქვენი რეზიუმე აკმაყოფილებს მითითებულ კრიტერიუმებს, დაგვიკავშირდით გასაუბრებისთვის.
გთხოვთ, რეზიუმუ გამოაგზავნოთ მითითებულ მეილზე  office@pharmed.ge
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ:  ვაკანისა - სამედიცინო წარმომადგენელი, ასევე მიუთითეთ რეგიონი.