ვებ–საიტი: www.energo-pro.ge/ka/ |
ენერგო-პრო ჯორჯია არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე.
ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 414 მეგავატზე მეტს. 7 მათგანი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის დაახლოვებით 860 000 აბონენტს. მათ შორის: დაახლოებით 820 ათას ოჯახსა და 40 ათას საწარმოსა და სახელმწიფო დაწესებულებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი საწარმოს ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვან გავლენას ახდებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. ჩვენს ყოველ თანამშრომელს, განსაკუთრებით კი იმათ ვისაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს აბონენტებთან უნდა ახსოვდეს, რომ ყოველი აბონენტისათვის გაწეულის მომსახურეობა უნდა იყოს მაღალ პროფესიულ დონეზე, როგორც ჩვენი საწარმოს აგრეთვე მომხმარებლის კანონიერი ინტერესების სრული დაცვით.