ხალიკ ბანკი საქართველო

ვებ–საიტი: halykbank.ge/ka

სს "ხალიკ ბანკი საქართველო"  წარმოადგენს სს „ყაზახეთის სახალხო ბანკის" (www.halykbank.kz) შვილობილ ბანკს, რომელიც  არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და მისი ისტორია  უკვე 88 წელს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკმა მიაღწია პროფესიონალიზმისა და რეპუტაციის უმაღლეს საფეხურს და მას ენდობა მილიონობით კლიენტი როგორც ყაზახეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სს "ყაზახეთის სახალხო ბანკის" მიერ დაფუძნებულია  მრავალი შვილობილი კომპანია, რომელთა  შორისაც არიან  შვილობილი ბანკები რუსეთში,  ყირგიზეთში,  საქართველოში, სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიები  ყაზახეთში.  2006 წელს ბანკის აქციები წარმატებულად განთავსდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე.  სს „ყაზახეთის სახალხო ბანკის" სტრატეგიის შესაბამისად, 2007 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება  საქართველოში შვილობილი ბანკის დაფუძნების შესახებ.