ელ. ფოსტა: |
შ.პ.ს “ალექს დეველოპმენტ ჯორჯია” საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა, საფირმო ნიშნით 1052 FREE. მისი დამფუძნებელი, ისრაელის ბაზარზე მომუშავე მსხვილი სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, 013 Netvision იყო. 1052FREE სარგებლობდა 013 Netvision-ის ის პროფესიონალური, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია 1052 FREE“, დღესდღეობით წარმატებული კომპანიაა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. კომპანიას აქვს ინტენსიური ფინანსური და პროფესიონალური მხარდაჭერა სხვადასხვა მსხვილი უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან. 1052 FREE მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას კოდი 10-52-ის გამოყენებით.
მოკლე პერიოდში კომპანიამ შეძლო დაეკავებინა მყარი პოზიცია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და რა თქმა უნდა, კვლავ აგრძელებს აქტიურ განვითარებას, რათა გახდეს ერთ-ერთი მოწინავე საკომუნიკაციო მომსახურების კომპანია ქვეყანაში.
2011 წლისათვის შ.პ.ს “ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“ განიცადა ტრანსფორმაცია და გადაიქცა დამოუკიდებელ, დინამიურად განვითარებად სატელეკომუნიკაციო კომპანიად, განვითარების საკუთარი ხედვითა და პრიორიტეტებით. ასეთი პროგრესი მნიშვნელოვანწილად განაპირობა სატელეკომუნიკაციო და ინფორმატიკის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციურმა პერსონალმა, რომლის ძალისხმევითაც ექსპლუატაციაში დაინერგა მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული უახლესი ტექნიკური საშუალებები.
შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“ მომხმარებლებს სთავაზობს ისარგებლონ ისეთი მოწინავე მომსახურებების პაკეტებით, როგორიცაა: ადგილობრივი და საერთაშორისო ზარები, როგორც კერძო, ისე ბიზნეს სექტორისათვის. კომპანიის პრიორიტეტია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება. 1052FREE ყოველდღიურად ახორციელებს ხარისხის შემოწმებას და ახდენს მსხვილ ინვესტირებას, რათა დარწმუნდეს რომ მომხმარებლები იღებენ მაღალი ხარისხის პროფესიონალურ მომსახურებას.