„Sistemi Integrati Italia“ შეიქმნა ისეთი დიდი და წამყვანი ევროპული ინდუსტრიული ჯგუფების ოცდაათწლიანი გამოცდილების ნიადაგზე, როგორებიცაა: “ჩ.ჯ.თ ელექტრონიკა”, “ფინმექანიკა”, “თალეს იტალია” და სწორედ ზემოთ აღნიშნული კომპანიების წარმომადგენელია SII კავკასიის რეგიონში. SII დღეს საქართველოშია, რადგან ამ სექტორის დამკვიდრებით, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ხელს შევუწყობთ ყველა ტიპის საქმიანობის მართვის ოპტიმიზაციას, რაც განაპირობებს ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებასა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას. სისტემების ინტეგრირება არის სფერო, რომელიც მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რათა მომხმარებელს სრულყოფილი, თანამედროვე და ეფექტური მომსახურება შესთავაზოს, შეaციროს საოპერაციო ხარჯები. ჩვენი მიზანია უკვე არსებული ტექნოლოგიების არა ჩანაცვლება, არამედ მათი განვითარება, გაუმჯობესება, სრულყოფა. ეს არის საქართველოსთვის ახალი სექტორი, რომლის მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს შემდეგ სფეროებს: უსაფრთხოება (ურბანული უსაფრთხოება, უსაფრთხოების სისტემები ბანკებისა და დიდი თუ მცირე საწარმოებისთვის); სხვადასხვა მომსახურეობის ავტომატიზირება; მაღალტექნოლოგიურ სამრეწველო სისტემები; გარემოს დაცვა და სტიქიური მოვლენების პრევენცია; ტერიტორიის კონტროლი (არსებული სისტემების ინტეგრაცია და გაუმჯობესება, რაც გაზრდის შესაბამისი სტრუქტურების წარმადობას – კონტროლსა და ოპერატიულობას); სანავიგაციო სისტემები (საჰაერო, სახმელეთო), თავდაცვა, კარტოგრაფიული სამუშაოები (თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი, მუდმივად განახლებადი და მაქსიმალურად ზუსტი კარტოგრაფიული მონაცემები ციფრულ ფორმატში – რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი პრობლემის გადასაჭრელად, როგორებიცაა: ტერიტორიული უსაფრთხოება, ტრანსპორტის მოძრაობა - დაგეგმარება, მარშრუტებისა და ნავიგაციის შესაქმნელად რესურსების ოპტიმიზაცია, კონტროლის უზრუნველყოფა, ურბანიზაციის განვითარება, თავდაცვასთან დაკავშირებული სისტემების ოპტიმიზაცია); საწარმოების პროგრამული უზრუნველყოფა; აგრეთვე, არსებული პროგრამების ოპტიმიზაცია და მრავალი სხვა...