პოსეიდონის სამყარო

ელ. ფოსტა:

მაღაზია და დაივინგ ცენტრ „პოსეიდონის სამყაროს“ ესაჭიროება მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი. მოთხოვნები: სპორტული და საზღვაო–სამაშველო აღჭურვილობის (კერძოდ დაივინგის, წყალქვეშა ნადირობის, საცურაო აუზის, აგრეთვე გასაბერი ნავების, წყლის ძრავების და მაღალი წნევის კომპრესორების) პროდუქციის, აგრეთვე ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვები; – საკუთარი მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბების და განხორციელების უნარი; – გაყიდვების და მომსახურების ზრდის უზრუნველყოფა. – სხვა სპეციალისტებთან ერთად დისტრიბუციის ქსელის აწყობა. – ონლაინ გაყიდვებსა და მომსახურებაში გარკვეული გამოცდილების ქონა; – კომპანიის სარეკლამო პოლიტიკის და მისი ვებ-გვერდების მაღალ დონეზე მომზადება–სრულყოფა, მისი მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი. აუცილებელია: სპორტულ (ან სამთო, სამონადირო–სათევაზაო, სპეცტანსაცმლის ტიპის) მაღაზიებში ან სერიოზულ ტურისტულ კომპანიებსა და ონლაინ მაღაზიებში მარკეტინგის ან გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე მინიმუმ ორი წლის მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენის კარგად ცოდნა, ასევე სასურველია რუსულ ენაზე გამართულად (გრამატიკულად სწორად) წერა და მეტყველება. კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Word და Exsel–ის კარგად ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება აშშ–სა და ევროპის ქვეყნებში ანალოგიური ტიპის მაღაზიებსა და კომპანიებში მუშაობის გამოცდილების მქონე გაყიდვების მენეჯერებს. ასაკი: 22–დან 35 წლამდე. გამოსაცდელი ვადა და ადაპტაცია: ერთი+ერთი თვე; მსურველებმა CV და სამუშაო რეკომენდაციები წარმოადგინეთ ქართულ ენაზე; CV-ის მიღების და განხილვის ბოლო ვადა – 31 ივლისი. ანაზღაურება: ფიქსირებული + გაყიდვების ზრდიდან მიღებული ბონუსები. ანაზღაურების საწყისი თუ შემდგომი ზრდა დამოკიდებული იქნება გაყიდვების მენეჯერის კვალიფიკაციის, გამოცდილების, განსაკუთრებით შესრულებული სამუშაოს და აღებული ვალდებულების მიხედვით. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV და ფოტო (3x4) მითითებულ ელ-ფოსტაზე: poseidonsworld@gmail.com < მისამართი: თბილისი, კარგარეთელის ქ. N9.