ელ. ფოსტა: uketesimomavlisatvis@gmail.com |
ორგანიზაცია 2002 წელს შეიქმნა და ეწოდა ახალგაზრდული ასოციაცია „ახალგორი“, თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად ორგანიზაციაც იძულებით გადაადგილებული აღმოჩნდა. სწორედ ამ მოვლენებმა განაპირობა ცვლილებები ორგანიზაციის ამოცანებსა და მიზნებში. ასევე შეიცვალა ორგანიზაციის სახელწოდებაც (ახალგაზრული ასოციაცია ახალგორი) და ეწოდა ა(ა)იპ „უკეთესი მომავლისათვის“.
ორგანიზაციის მიზანია:
-სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის როლის გაზრდა, მათი ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობის შესახებ.
- დევნითა რესოციალიზაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა
· 2008 წლიდან ორგანიზაცია „კოალიცია დევნილთა უფლებების“ წევრია. www.idp.ge
· 2009 წლიდან „სამოქალაქო ფორუმის - მშვიდობის არეალის“ წევრი. www.civil-forum.org
· 2012 წლიდან სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელის წევრი http://www.cso.ge
· 2012 წლიდან ორგანიზაცია გენდერული გენდერული ტანასწორობის ქსელის წევრია.
· 2013 წლიდან ორგანიზაციაში მუშაობს მშვიდობის კორპუსის მოხალისე http://www.peacecorps.gov
ჩვენი ორგანიაციის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულებაა მონაწლეობა მივიღოთ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში ნდობის აღდგენისა და დიალოგის ხელშეწყობის გზით. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან, მათ შორის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე (ცხინვალის, ახალგორის რეგიონები) არსებულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნლებთან.
2009 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული ქართულ–ოსური მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც სხვადასხვა პერიოდულობით ნეიტრალურ ტერიტორიაზე საქართველოსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებას შორის მიმდინარეობს.
ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობა 2008 წლის მოვლენების შედეგად ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირია. ამასთან ისინი ახერხებენ ახალგორში მიმოსვლას და მოსახლეობასთან თბილი ურთიერთობების შენარჩუნებას.
გამოცდილება
მშვიდობის მშენებლობა – ა(ა)იპ ”უკეთესი მომავლისათვის” 2009 წლიდან არის ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წევრი. 2009 წლის დეკემბერში მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგში ”არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა”, ასევე ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა ჩქარეული მონაწილეობდა ფორუმის სამ შეხვედრაში 2010 წლის ივნისი (ლეიდენი, ჰოლანდია), 2010 წლის ნოემბერი (სტამბული თურქეთი) და 2012 წელის ერევანი (სასომხეთი). ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ფორუმის ფარგლებში აქტივობების დაგეგმვასა და მათ რეალიზაციაში.
2011-2012 წლებში COBERM-ის მხარდაჭერით ორგანიზაციამ განახორციელა პროექტი „ახალგაზრდა ლიდერთა ევროპული სკოლა“ http://youtu.be/A-NHBfy8LQU პროექტის ფარგლებში შეირჩა კონფლიქტის გამყოფი ხაზის მოსაზღვრე რეგიონებში მცხოვრები 5-5 ლიდერი ახალგაზრდა და გაემგზავრა პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) ახალგაზრდა ლიდერთა ევროპულ სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. პროექტის შედეგად მოხდა ახალგაზრდა წარმომადგენლებს შორის დიალოგის პროცესის ინიცირება, მათი უნარების ამაღლება არაფორმალური განათლების და ევროპული ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება ადგილებზე სამშვიდობო აქტივობების განხორციელება და ამ პროცესში ახალგაზრდების უფრო ფართო წრის ჩართვა.
2013 წლის აგვისტოში ორგანიზაციამ, Trust in Development-თან ერთად (ლიტვა) მოაწყო კონფერენცია http://youtu.be/_06AFW33ZZU თემაზე: „ახალგორის რაიონის პრობლემები: დევნილები და მათი მომავალი.“ კონფერენციის ბოლოს შემუშავდა მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი http://civil-forum.org/menu_id/12/id/408/lang/2~.
ახალგაზრდა მუშაობა – ა(ა)იპ ”უკეთესი მომავლისათვის” ახალგაზრდა ლიდერებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. 2009-2010 წლებში ორგანიზაციამ ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 4 რაიონში ახალგაზრდა ლიდერების შერჩევისა და მათი სამოქალაქო აქტივობებში ჩართვის პროექტი განახრციელა. რაიონებში შეიქმნა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფები და ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ქსელი. ლინკიიიი
2009 წლის ზაფ ხულში ა(ა)იპ ”უკეთესი მომავლისათვის” კოალიციასთან დევნილთა უფლებებისათვის ერთად ჩართული იყო საზაფხულო ბანაკის პროექტის განხორციელებაში 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ლიდერებისათვის.
Erasmus mundus scholarship program – ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში. ჩვენი ორგანიზაცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დევნილთა დასახლებაში კოორდინირებას უწევს Erasmus mundus scholarship პროგრამას. 2013 წელს ჩვენი რეკომენდაციით და დახმარებით 9 დევნილი ახალგაზრდა პოლონეთში, პოზნანში - ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
რწმენა და სინათლე - 2012 წლის მარტში წეროვანში ჩამოვაყალიბეთ სამეგობრო „რწმენა და სინათლე“, რომელშიც გაერთიანებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დევნილი ახალგაზრდები, ძირითადად მენტალური პრობლემებით. ასევე ორგანიზებული ნიჭის მქონე ახალგაზრდა მოხალისეები, რომლებმაც თავის თავზე აიღეს რეგულარული შეხვედრებისა და ღონისძიებების მოწყობა. 2012 წლის სექტემბერში ორგანიზება გავუკეთეთ საზაფხულო ბანაკს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის http://youtu.be/svvVGcgCN3w. ჩვენ ვეხმარებით დევნილ შშმ პირებს საზოგადოებასთან ინტეგრაციის საქმეში.
American Corner - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, წეროვნის დევნითა დასახლებაში ახორციელებს პროექტს American Corner. პროგრამის მიზანია ამრიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა. დევნილების საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის, ისტორიის, პოლიტიკის, ტრადიციების, ღირებულებების შესახებ. წეროვნის American Corner - ეს არის ბიბლიოთეკა ბორბლებზე, რომელიც წინასწარ გაწერილი გრაფიკის შესაბამისად მოძრაობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დევნილთა ჩასახლებებში.
ქალთა საკითხები - ჩვენ, როგორც ქალთა ჯგუფს, კარგად გვაქვს გააზრებული ქალთა პრობლემები, საჭიროებები და შესაძლებლობები განსაკუთრებთ კრიზისული სიტუაციებისას. დაინტერესებულნი ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქალთა საზოგადოებრივი აქტიურობის გაზრდასა და მათი რესურსის განვითრებაში. 2010 წელს ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერით წეროვნის დევნილთა დასახლებაში განვახორციელეთ პროექტი - ლიდერ ქალთა კლუბი. 2012 წელს შევქმენით სოციალური საწარმო წეროვნის ხალხური რეწვის სახელოსნო, http://youtu.be/581f2liGT0A სადაც 4 დევნილი ქალია დასაქმებული. ამავე წელს შევქმენით ტიხრული მინანქრის სახელოსნო http://youtu.be/rAhSR6vifo0 http://youtu.be/8pnb4CKf3qM სადაც ასევე 4 ქალბატონია დასაქმებული.
პროექტების მენეჯმენტი – ა(ა)იპ ”უკეთესი მომავლისათვის” მენეჯმენტს პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, როგორც ახალგორის რაიონში საქმიანობისას, ისე უკვე დევნილობაში ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბების შემგომ. ორგანიზაცია თავისი მიზნებიდან გამომდინარე თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან: ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”, ფონდი ”ტასო”, ქალთა ფონდი საქართველოში, UNDP, COBERM-ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი, EUMM, ამერიკის შეერთებული შტატების მცირე გრანტების კომისიასთან. ადგილობრივ სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზციებთან.