რედიქსი

ვებ–საიტი: www.redix.ge/

 

„რედიქსის“ ისტორია 2007 წლიდან იწყება. კომპანიის თავდაპირველი საქმიანობის სფერო უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას მოიცავდა. დამფუძნებლების მიერ წინასწარ განსაზღვრულმა მიზნებმა და მათ მისაღწევად დასახულმა ეფექტიანმა სტრატეგიამ კომპანიას მალევე დაუმკვიდრა უნიკალური ადგილი; „რედიქსი“ გახდა პირველი დეველოპერი, რომელმაც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს წარუდგინა ევროპული სტანდარტის პროდუქტი – საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული ფართობები დასრულებული რემონტით. 

2008 წლიდან უძრავი ქონების დეველოპინგის პარალელურად კომპანია ახალი, განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მართვასა და განვითარებას ითავსებს. „რედიქსის“ პორტფოლიოს დაემატა სუპერმარკეტი, კაფე, საბავშვო ბაღი, ველნესცენტრი და ტურისტული სააგენტო. გარდა ამისა, შეიქმნა HoReCa დეპარტამენტი – ქსელი, რომელიც გააერთიანებს სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს თბილისში, ბათუმში, აბასთუმანში, ბაკურიანსა და ქობულეთში.

დღესდღეობით „რედიქსის“ მმართველობითი პორტფელი 20-ზე მეტ სხვადასხვა კონცეფციის ობიექტს აერთიანებს არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. საერთო ჯამში კომპანია მართავს 200 მილიონ დოლარამდე ღირებულების აქტივებს. „რედიქსი“ აქტიურადაა ჩართული პროექტების მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე: პროექტირებისა და დაგეგმვის სტადიიდან – მშენებლობის დასრულებამდე. ამასთან, კომპანია ზრუნავს კონკრეტული ობიექტების სტრატეგიის შემუშავებასა და სამომავლო განვითარებაზე. პროექტების იმპლემენტაცია საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მოქმედი წამყვანი კომპანიების დახმარებით ხორციელდება.