ელ. ფოსტა: |
საერთაშორისო სახლი – მსოფლიო ორგანიზაცია უცხოური ენების სასწავლო ცენტრების გლობალური ქსელია. იგი დაარსებულია 1953 წელს ცნობილი ბრიტანელი განმანათლებლების – ჯონ და ბრიტა ჰეიკრაფტების მიერ. ორგანიზაციის მიზანია ინოვაციების დანერგვა უცხოური ენების სწავლებაში და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება სპეციალისტთა მომზადების საქმეში. საერთაშორისო სახლი თბილისი საერთაშორისო სახლი – მსოფლიო ორგანიზაციის წევრი და ფილიალი 1989 წელს გახდა. იგი ამჟამად საქართველოში უცხოური ენების სწავლების და მასწავლებელთა ტრენინგის უდიდესი ცენტრია, როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ აკრედიტირებული მასწავლებელთა მომზადების ცენტრი. საერთაშორისო სახლის გამოცდილი და საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე მაღალპროფესიონალი ქართველი და უცხოელი მასწავლებლები თქვენს სწავლას შედეგიანს და დაუვიწყარს გახდის. ხოლო ამას დამატებული დიდი ბრიტანეთის წამყვანი გამომცემლობების მიერ მოწოდებული სახელმძღვანელოები და თანამედროვე სასწავლო, მეთოდური და მხატვრული ლიტერატურა – სწორედ იმის გარანტია, რომ საერთაშორისო სახლში, პროფესიონალებთან კარგად ისწავლით ინგლისურს.
საერთაშორისო სახლში სწავლებისას აქცენტი კეთდება საკომუნიკაციო უნარების განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს სტუდენტთა თვითდაჯერებას ინგლისურად მეტყველებისას და მთავარი უნარების (მეტყველება, მოსმენა, კითხვა და წერა) ეფექტურად დაუფლებას.
საერთაშორისო სახლში ინგლისური ენის სწავლება ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით:
საერთაშორისო სახლი გთავაზობთ სწავლების 8 დონეს. თითოეულ დონეზე სწავლა გრძელდება 4 თვე. მსურველები მიიღებიან წერითი ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. ყოველი სასწავლო დონე შედგება ორი 2 თვიანი კურსისგან A და B. სასწავლო დონისა და კურსის დამთავრებისას ჩატარდება ტესტირება და მისი შედეგების საფუძველზე მოხდება შემდგომ დონეზე ან კურსზე გადაყვანა. სწავლის დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი.
|