შპს "კაიროს ლოგისტიკ" – გთავაზობთ სამსახურს, ლოჯისტიკის განხრით, კომპანია უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ტრანსპორტირების სფეროში და ეძებს აქტიურ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს ლოჯისტიკის მენეჯერის ვაკანსიაზე
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ლოჯისტიკის ან მსგავს სფეროში;
- ინგლისური და რუსული ენები (თავისუფლად, წერა, საუბარი)
- პრაქტიკული გამოცდილება სატრანსპორტო სფეროში;
- რეკომენდაცია წინა სამსახურიდან (მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის ტელეფონი, რეკომენდატორის სახელი, გვარი და მობილური);
- კლიენტებთან მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office).
უნარ-ჩვევები:
- შედეგზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრიორიტეტების განზაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
ყველა დაინტერესებულმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნოს CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: KAIROSLOGISTIC@GMAIL.COM სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება