ელ. ფოსტა: |
სრული სასწავლო კურსი ბუღალტრულ აღრიცხვასა და პროგრამა ორისში
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „საერთაშორისო ბიზნეს განვითარების ცენტრი“ გთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვისა და საბუღალტრო პროგრამა ორისის შემსწავლელ 2 თვიან კურსს.
კურსი მთლიანად აგებულია თეორიული მასალის პრაქტიკული ამოცანებით განმტკიცების პრინციპზე. ზედმიწევნით შეისწავლება ფინანსური ანგარიშგებებისა და საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისა და შესაბამის ორგანოში წარდგენის ყველა დეტალი, საგადასახადო კოდექსის რიგი საკითხები. აღნიშნული კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით კომპიუტერულ ბუღალტრულ პროგრამას „ორისი".
სრული სასწავლო კურსი მოიცავს:
· ანგარიშთა გეგმას
· პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების შესწავლას
· მოქმედი გადასახადების გაანგარიშებას
· ფინანსური ანგარიშგების მომზადებას(ბალანსი, მოგება/ზარალის უწყისი, ნაღდი ფულის მოძრაობა და კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება)
· ტესტებს, ამოცანებისა და მაგალითების განხილვას
· საგადასახადო კანონმდებლობის უახლესი ცვლილებების გათვალისწინებით პრაქტიკული კაზუსების განხილვას
· ბუღალრტული აღრიცხვის თეორიულ ნაწილს
· საბუღალტრო პროგრამა ორისის პრაქტიკულ კურსს საწარმოს მაგალითზე
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძვლებს
· საგადასახადო დეკლარაციების შევსებისა და საგადასახადო ორგანოში წარდგენის ინსტრუქციებს
საბოლოო შედეგი :
პროგრამის წარმატებულად დასრულება საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს შეიძინოს თანამედროვე და მრავალმხრივი, პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული განათლება პრაქტიკული ბუღალტერიის სფეროში.
ჩვენი კურსდამთავრებულები შეძლებენ დამოუკიდებლად აწარმოონ და აღრიცხონ პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, მოამზადონნ საწარმოს როგორც ფინანსური ანგარიშგება, ასევესაგადასახადო დეკლარაციები.
გაიცემა საერთაშორისო ბიზნეს განვითარების ცენტრის ორენოვანი სერტიფიკატი
ტრენინგების რაოდენობა - 20
ტრენინგების ხანგრძლივობა - 2 საათი
სრული კურსის ღირებულება 300 ლარი
სწავლის საფასური მოიცავს: სასწავლო მასალებსა და სერტიფიკატს.