კომპანიის ძირითად საქმიანობას გაზის აღრიცხვის ხელსაწყოების რეალიზაცია და გაზგამანაწილებელი სადგურების მშენებლობა წარმოადგენს. პროდუქციის მაღალი ხარისხით, მისაღები ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით ენერჯი სერვისმა მალევე დაიმკვიდრა ღირსეული სახელი ბაზარზე და გახდა ერთ-ერთი მოწინავე და სტაბილური კომპანია.
ჩვენ მუდამ ორიენტირებულები ვართ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, მსოფლიო სტანდარტების შესატყვის მომსახურებასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.
ენერჯი სერვისის მაღალკვალიფიციური გუნდი სთავაზობს მომხმარებელს გაზგამანაწილებელი სადგურების დაპროექტებას და უზრუნველყოფს მის შესრულებასა და კონტროლს.
ჩვენი მიზანია საქართველოში გაზის ხელსაწყოების რეალიზაციისა და გაზგამანაწილებელი სადგურების მშენებლობის ფარგლებში აღნიშნული სფეროს განვითარება და მომხმარებელის ინტერესების მაქსიმალური დაკმაყოფილება საუკეთესო პროდუქციის შეთავაზების გზით.