სასტუმრო ილიანი

თბილისის ცენტრში, ვერის უბანში, ფიქრის გორაზე, უაღრესად საინტერესო არქიტექტურულ შენობაში, განთავსებულია 7 სართულიანი, კომფორტაბელური სასტუმრო ილიანი.

სულ რაღაც 300 მეტრი – და თქვენ აღმოჩნდებით რუსთაველის გამზირზე სადაც კონცენტრირებულია დედაქალაქის საქმიანი და კულტურული ცხოვრება.


სასტუმროში  განთავსებული მყუდრო ბაღი ქმნის სიწყნარის და სიმშვიდის შეგრძნებას, რაც განასხვავებს სასტუმრო ილიანს ქალაქის სხვა სასტუმროებისგან.