საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემია

ელ. ფოსტა:

საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემია აკადემია–კონფერენცია წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას.ჩვენ დავფუძნდითდა საქმიანობას შევუდექით 2014 წლიდან.
ქართული მეცნიერული მიღწევების პროპაგანდა და პოპულარიზაცია,მეცნიერული კვლევა და მისი ეფექტურობის ამაღლება.როგორც საქართველოში,ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობაში.
გამოჩენილი მეცნიერების პერსონალური პრემიების დაწესება,პრემიების მინიჭების რეგლამენტისა და დებულების დამუშავება.მეცნიერების მიმართულებით გამოცდილების გაცვლის სფეროში ისეთი ღონისძიებების განხორციელება,როგორიცაა:სტაჟირება,სამეცნიერო–კადრების კვალიფიკაციის ამაღლება,სასერტიფიკაციო პროგრამების შემუშავება,განხორციელება.
საგამომცემლო საქმიანობის ორგანიზაცია სამეცნიერო–პოპულარულ,ტექნოლოგიების სფეროში,აკადემიის მოღვაწეობასთან დაკავშირებული წიგნების,ჟურნალების, აუდიო და ვიდეო კინოპროდუქტების გამოშვება,საკუთარი სამეცნიერო ,მათ შორის ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა,დადგენილი წესით საკუთარი საგამომცემლო ორგანოს დაარსება,სხვა ტექნოლოგიური ,სამეცნიერო–პოპულარული და ტექნიკური ჟურნალების ფუნქციონირებაში მონაწილეობის მიღება.
ონლაინ სამეცნიერო ჟურნალისა და გაზეთის დაარსება,გამოშვება.მეცნიერ მუშაკთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა,მათთვის სტიპენდიებისა და პრემიების დაწესება,ასევე წარჩინებულ სტუდენტთა წახალისება,მათთვის სტიპენდიებისა და დახმარების გაწევა.
თავისი წევრებისინტერესების წარმოდგენა ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებში,მეცნიერულ სფეროში შესაბამის ორგანოებში;საწევრო შენატანებისა და საქველმოქმედო ფულადი შესატანების მიღება–განაწილება მეცნიერ–მუშაკთათვის მათი სტიპენდიებისა და პრემირებისათვის,სამეცნიერო საზოგადოებებთან,შემოქმედებით კავშირებთან,ფინანსურ და კომერციულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა,როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე საზღვარგარეთ.
პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტების და კავშირების დამყარება საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებში გაწევრიანება და შესაბამისი მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების გაფორმება,კომერციული კონტრაქტების დადება.
სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის წარმართვა ,როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე საერთაშორისო ასპარეზზე..ამ მიმართულებით კავშირების მოძიება–დამყარება,როგორც საგანმანათლებლო,ასევე საერთაშორისო სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან,ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოება,სამეცნიერო სიახლეთა პროპაგანდა ქვეყნის გარეთ,სამეცნიერო კონფერენციების,დისპუტების,დისკუსიების,ლექციების,შეხვედრების,მრგვალი მაგიდის,ტრენინგების ორგანიზება–მოწყობა,როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე უცხოეთის ქვეყნებში.
მეცნიერების პრობლემატურ საკითხებზე მეცნიერ მუშაკთა ,ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მივლინება უცხოეთის ქვეყნებში კონფერენციებსა და შეკრება–სემინარებზე.
სამეცნიერო სესიების და კონფერენციის მასალების,გაზეთის,მრავალტირაჟიანი სამეცნიერო–პოპულარული ჟურნალის გამოცემა,როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე,ასევე უცხოეთში.
საზღვარგარეთის ქვეყნების მეცნიერ–მკვლევართა ნამუშევრების შესწავლა,პროპაგანდა,მეცნიერულ–ტექნიკური ინფორმაციების გაცვლა.