შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრი" წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც მართავს, მის ხელთ არსებულ, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 42-მდე რადიო-სატელევიზიო გადამცემ სადგურს. მოსახლეობაში ავრცელებს რადიოსა და სატელევიზიო პროგრამებს, მიწისზედა გადამცემი საშუალებებით. მის ობიექტებზე განთავსებულია სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო (მობილური, ინტერნეტ პროვაიდერი, რადიო) ტექნიკური საშუალებები.
ფლობს და მართავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიპლექს პატფორმის ციფრული სატრანსპორტო ნაკადის სადისტრიბუციო ქსელს.