საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება არის ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის (EABCT) ნამდვილი წევრი. საზოგადოების ბაზაზე შემუშავებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის (კბთ) სასწავლო პროგრამა შესაბამისობაშია ევროპის ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ასოციაციის მოთხოვნებთან და აკრედიტებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
დიპლომისშემდგომი სერტიფიკატი აძლევს მონაწილეებს შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ცოდნა, უნარები და სუპერვიზირებული კლინიკური გამოცდილება. სერტიფიკატში მითითებული იქნება აკრედიტაციის ნომერი.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კლინიკური პრაქტიკის მქონე ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს (გამონაკლისის სახით, შესაძლებელია მივიღოთ მაგისტრატურის სტუდენტები/ინტერნები, რომლებიც ამთავრებენ სასწავლებელს ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალობებში).
მსურველებს უნდა შეეძლოთ საკუთარი კლინიკური პრაქტიკის ორგანიზება შესაბამისი კატეგორიის კლიენტებთან, გააჩნდეთ ბაზისური კომპიუტერული უნარები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს მიეწოდებათ დასამუშავებელი ლიტერატურა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
ორი, სამი ან ოთხდღიანი სასწავლო სემინარები ძირითადად ჩატარდება 2 თვეში ერთხელ , შაბათ-კვირას. ვორქშოფებს პერიოდულად გაუძღვებიან უცხოელი სპეციალისტები.
კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი. პირველი სასწავლო წელი ძირითადად, დაეთმობა თეორიული ცოდნის და კბთ-ს ბაზისური ტექნიკების დაუფლებას. მეორე და მესამე სასწავლო წელი დაეთმობა სხვადასხვა აშლილობების დროს კბთ-ს სწავლებას და კლინიკურ პრაქტიკას სუპერვიზიით.
სასწავლო კურსის წლიური გადასახადია 1500 ლარი. შესაძლებელია თანდათანობითი გადახდა.
სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 7 მარტი.
საკონტაქტო ტელეფონი: ( 995 599) 73 54 43
ელ-ფოსტა: geocbt@gmail.com, www.geocbt.ge, http://www.geocbt.ge/our%20%20programs.html
პროგრამაში მონაწილეების მსურველებმა გთხოვთ გამოგვიგზავნონ CV და შევსებული კბთ პროგრამაში მიღების სააპლიკაციო ფორმა, რომელიც ბმულის სახით ზემოთ არის მოცემული.