გამომცემლობა „არტანუჯი“ 2000 წელს, საისტორიო ჟურნალ „არტანუჯის“ ბაზაზე დაარსდა. შესაბამისად, გამომცემლობის ძირითადი მიმართულებაა საისტორიო-სამეცნიერო თემატიკა.
საისტორიო წიგნების პარალელურად გამომცემლობა „არტანუჯი“ გამოსცემს საბავშვო, მხატვრულ, შემეცნებით ლიტერატურას, პოპულარულ ადამიანთა ავტობიოგრაფიებს, ლექსიკონებს და
სხვ.
„არტანუჯი“ ლიდერია ღია ბარათების მრავალფეროვნებითა და ხარისხით.