ელ. ფოსტა: Iveronischool@gmail.com |
კერძო სკოლა „ივერონი” არის შპს მრავალპროფილიანი ჰუმანიტარული ინსტიტუტის ზოგადი განათლების - კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლის სამართალმემკვიდრე. მრავალპროფილიანი ჰუმანიტარული ინსტიტუტი დაარსდა 1992 წელს. ინსტიტუტმა ზოგადი განათლების უფლება - მრავალპროფილიანი კერძო საშუალო სკოლის სტატუსით, მიიღო 2001 წელს. კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა, თავის მხრივ, არის საქართველოში პირველი კოლეჯის - ხელოვნების კოლეჯის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი.
კერძო სკოლა „ივერონმა”, 2011 წლის აგვისტოში, წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. აქ მოსწავლეთა სწავლა - აღზრდას ერთგულად ემსახურება მაღალკვალიფიციური პედაგოგები და დამხმარე პერსონალი. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ლაბორატორიებით. მოსწავლეთა განკარგულებაშია საუკეთესო ბიბლიოთეკა, სააქტო, სპორტული, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები.
მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების მიზნით სკოლას აქვს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება სხვადასხვა საგნებში და მოსამზადებელი ჯგუფები როგორც აბიტურ საგნებში, ისე ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის.
სკოლაში წარმატებულად ფუნქციონირებს თეატრალური, სახვითი და ქორეოგრაფიული წრეები. ჩამოყალიბებულია ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების გუნდი.
„ივერონის” ჭერქვეშ ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეთათვის ხალისიანი სასწავლო განწყობის შესაქმნელად.