ბაფი აუდიტ სერვის

BAFI AUDIT SERVICE  წარმოადგენს წამყვან ქსელურ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას საქართველოში. წარმატებული ინოვაციური პროექტები, უწყვეტი პროფესიული განვითარება, დარგობრივი სპეციალიზაცია და მართვის ეფექტური სისტემები ქმნიან პოზიტიური ფინანსური გადაწყვეტილებების გარანტიებს და უპირატესობებს ჩვენი კლიენტებისათვის.

 

კომპანიის  საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

  აუდიტი  -  ფინანსური აღრიცხვა - ანგარიშგების აუდიტი და სხვა მარწმუნებელი და არამარწმუნებელი მომსახურება სპეციფიკური გარემოებებიდან გამომდინარე;

 

   ბუღალტრული აღრიცხვა - ბასს - ის მიხედვით ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა და ორგანიზება. მომსახურების პაკეტი მოიცავს: ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას; წლიურ აუდიტორულ დასკვნას (გარანტია საგადასახადო რისკებზე); კონსულტაციას (აღრიცხვა, საგადასახადო ოპტიმიზაცია, ინფორმირება შესაბამის საკანონმდებლო და სხვა ცვლილებებზე) იურიდიულ მომსახურებას (შრომითი და სახელშეკრულებო სამართალი);

 

 გადასახადები და ოპტიმიზაცია - საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობა, საგადასახადო კონსულტაცია, საგადასახადო აუთსორსინგი, ალტერნატიული საგადასახადო აუდიტი, საგადასახადო  დავები;

 

 იურიდიული მომსახურება - უწყვეტი იურიდიული მხარდაჭერის სერვისი,  სასამართლო (საარბიტრაჟო) დავის წარმოება, კონსულტაციები სამართლის სხვადასხვა მიმართულებაში. დებიტორული დავალიანებების ამოღება უმოკლეს ვადებში ეფექტური მეთოდიკის გამოყენებით.

 

      ბიზნესი და კორპორატიული კონსულტაცია - ქონების შეფასება ფასს-ის მიხედვით. ბიზნესის შეფასება,  ფინანსური და იურიდიული Due Diligence, დაფინანსების მოზიდვა.

 

         ბიზნესის დაწყება საქართველოში - მხარდაჭერა დეტალურ განხილვაში ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა სტრუქტურა, გადასახადები და ადამიანური რესურსები; გამოცდილი კონსულტანტების რჩევა, რისკების შეფასება  და შესაძლო გართულებების თავიდან აცილება.

 

         სწავლება და კარიერა - სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით  კლიენტების, ასევე საკუთარი პერსონალის უწყვეტი აღჭურვა პროფესიული ცოდნითა და უნარებით, რომელებიც წარმატებით გამოიყენება  განვითარებისათვის.